კლინიკის შესახებ
სტომატოლოგიური კლინიკა „რენომე“ დაარსდა 2017 წელს ლევან ბერიკაშვილისა და ნოდარ ელიშაკოვის მიერ. კლინიკის დაარსების მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც პაციენტი მიიღებდა სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას — თანამედროვე ტექნოლოგიებით, ზუსტი დიაგნოსტიკითა და ინდივიდუალური მიდგომით.
რენომეში მუშაობს გამოცდილი გუნდი, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს კონკრეტული სტომატოლოგიური მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში, დაიგეგმოს კომპლექსური მკურნალობა.
ტექნოლოგიები
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ციფრული სტომატოლოგიის აღჭურვილობით:
- 3D კომპიუტერული ტომოგრაფია— ზუსტი დიაგნოსტიკა იმპლანტაციისა და კომპლექსური მკურნალობის დასაგეგმად
- ციფრული სკანირება — ანაბეჭდის ნაცვლად ციფრული ჩანაწერი, უფრო ზუსტი და კომფორტული
- ციფრული ლაბორატორია — გვირგვინების დაგეგმვა და დამზადება ხდება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით.
სერვისები
რენომეში ხელმისაწვდომია სრული სტომატოლოგიური მომსახურება — კბილის იმპლანტაცია, ცირკონის გვირგვინები, ვინირები, კბილების გათეთრება, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, გნათოლოგია
დაჯავშნეთ კონსულტაცია.
დაგვიკავშირდით: +995 599 000 359