დავით ჭუმბურიძე

დავით ჭუმბურიძე

ქირურგი, ორთოპედი

დავით ჭუმბურიძე კლინიკა „რენომეს" ქირურგი და ორთოპედია, სტომატოლოგიაში 24-წლიანი გამოცდილებით. მისი პროფესიული მიმართულებაა კბილების ფუნქციური და ესთეტიკური აღდგენა, ორთოპედიული კონსტრუქციები და ქირურგიული სტომატოლოგია.

დავითის ორთოპედიული პრაქტიკა მოიცავს გვირგვინებით, ხიდებითა და პროთეზებით მკურნალობას — როგორც ერთეული გვირგვინების, ისე ფართო ორთოპედიული რეაბილიტაციის შემთხვევებს, მათ შორის სრული ყბის ცირკონით აღდგენას.

მისი პროფესიული მიდგომა ეფუძნება პაციენტის მდგომარეობის დეტალურ შეფასებას და მკურნალობის ინდივიდუალურად დაგეგმვას. თითოეული შემთხვევა ფასდება კომპლექსურად — პირის ღრუს მდგომარეობის, ღეჭვის ფუნქციის, ესთეტიკისა და პაციენტის კომფორტის გათვალისწინებით.

გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი და მასტერკლასი როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ ორთოპედიაში, ცირკონის კონსტრუქციებსა და რთულ პროთეზირებაში.

ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს:

  • ქირურგიული სტომატოლოგია
  • ორთოპედიული სტომატოლოგია
  • იმპლანტოლოგია.