ნოდარ ელიშაკოვი
ქირურგი, ორთოპედი, იმპლანტოლოგინოდარ ელიშაკოვი კლინიკა „რენომეს“ თანადამფუძნებელი და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. მისი პროფესიული მიმართულებებია კბილის იმპლანტაცია, ქირურგიული და ორთოპედიული მკურნალობა. მას სტომატოლოგიაში 24-წლიანი გამოცდილება აქვს, განათლება კი თბილისსა და მოსკოვში მიიღო. მოსკოვის სემაშკოს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გავლილმა ორდინატურამ ორთოპედიულ სტომატოლოგიაში, მის პრაქტიკაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო კლინიკური გამოცდილება შეიტანა.
მას წარმატებით აქვს შესრულებული არაერთი რთული კლინიკური შემთხვევა, რომელიც ინდივიდუალურ ქირურგიულ დაგეგმვასა და არასტანდარტულ მიდგომას მოითხოვდა. ექიმის პრაქტიკა მოიცავს სუბპერიოსტალურ იმპლანტაციასაც — მკურნალობის მეთოდს, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებით რთულ კლინიკურ სიტუაციებში, როდესაც პაციენტს ძვლის მოცულობა მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს და სტანდარტული იმპლანტაცია შეუძლებელია.
განათლება და სერტიფიკატები:
- ფიფიას სახელობის სტომატოლოგიური კოლეჯი — 1995–1997 წწ.
- თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „ვიტა“ — 1997–2002 წწ.
- მოსკოვის სემაშკოს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (ორდინატურა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში) — 2003–2005 წწ.
- სახელმწიფო სერტიფიკატი ორთოპედიულ სტომატოლოგიაში — 2006 წ.
- სახელმწიფო სერტიფიკატი ქირურგიულ სტომატოლოგიაში — 2009 წ.
პროფესიული განვითარების ფარგლებში ნოდარ ელიშაკოვს გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი და მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციებში. დაგროვილი გამოცდილება და მუდმივად განახლებადი ცოდნა მას შესაძლებლობას აძლევს, პაციენტებს შესთავაზოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ზუსტად დაგეგმილი და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობა.