ბრეკეტებით მკურნალობა

ბრეკეტებით მკურნალობა

ბრეკეტებით მკურნალობა  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია კბილების სწორი პოზიციის მისაღწევად.

ბრეკეტებით მკურნალობა კბილების გასწორების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ესთეტიკის თვალსაზრისით, ასევე პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. კბილების სწორი განლაგება ხელს უწყობს ღეჭვის ფუნქციის გაუმჯობესებას და პირის ღრუს ჰიგიენის გამარტივებას.

ბრეკეტები გამოიყენება კბილების თანმიმდევრული და თანაბარი გადანაცვლებისთვის. ბრეკეტები კბილებს, სწორი პოზიციისკენ მექანიკურად ამოძრავებს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობაზე და თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია.

რა სარგებელი აქვს ბრეკეტებს?

  • კბილების სწორად განლაგება – კბილების სწორი პოზიცია აუმჯობესებს ღეჭვას და ხელს უშლის კბილების ზედმეტ გაცვეთას.
  • პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესება – სწორად განლაგებული კბილები იწმინდება უფრო მარტივად და ეფექტურად.
  • საერთო ჯანმრთელობა – კვლევებით დადასტურებულია, რომ პირის ღრუს პრობლემები დაკავშირებულია სხეულის სხვადასხვა დაავადებებთან.

რა ასაკშია რეკომენდირებული ბრეკეტებით მკურნალობა?

ბრეკეტებით მკურნალობა შესაძლებელია, როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. სასურველია, რომ მკურნალობა დაიწყოს მოზარდობის პერიოდში, რადგან ამ დროს კბილების და ყბის ზრდა აქტიურია და პოზიციის შესწორება შედარებით მარტივია, თუმცა, შედეგი ზრდასრულებშიც ეფექტურია.

ხშირად დასმული კითხვები ბრეკეტებთან დაკავშირებით:

რა დრო სჭირდება ბრეკეტების მკურნალობას?
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და შეიძლება 12-დან 24 თვემდე გაგრძელდეს.
მტკივნეულია თუ არა ბრეკეტების ტარება?
პირველი რამდენიმე დღე ან კვირა შეიძლება იყოს დისკომფორტი, თუმცა დროთა განმავლობაში პაციენტი ეჩვევა.

მოვლა და ჰიგიენა:

ბრეკეტების ტარებისას პირის ღრუს მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აუცილებელია კბილების საფუძვლიანი გასუფთავება ყოველი ჭამის შემდეგ, რაც სპეციალური ორთოდონტიული და კბილთაშუა ჯაგრისების გამოყენებით ხდება მარტივი. ირიგატორის გამოყენება ასევე რეკომენდებულია, რადგან ის ხელს უწყობს ძნელადმისაწვდომი ადგილების გაწმენდას. გარდა ამისა, რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან პროფესიონალური წმენდისთვის უზრუნველყოფს პირის ღრუს ჯანმრთელობას და ხელს უწყობს შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას.