კბილების მოვლა ორსულობის დროს – სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები

კბილების მოვლა ორსულობის დროს – სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები

ორსულობის დროს კბილების მოვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

      ამ პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები იწვევს ღრძილების ანთებით დაავადებებს, როგორიცაა ორსულთა გინგივიტი, რაც ღრძილების გაღიზიანებას, სიწითლესა და სისხლდენას იწვევს. ასევე, შესაძლოა განვითარდეს პაროდონტიტი, რომელიც, მკურნალობის გარეშე, კბილის დაკარგვის რისკს ზრდის.

როგორ მოვუაროთ კბილებს ორსულობის დროს?

ღრძილების მოვლა:

  • რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება სტომატოლოგთან.
  • სტომატოლოგი შეგირჩევთ ინდივიდუალურ ჰიგიენის საშუალებებს.
  • რეგულარულად ჩაიტარეთ კბილების პროფილაქტიკური წმენდა.

ჯანსაღი კვება:

  • კალციუმი, ვიტამინი D და ფოსფატი აუცილებელია კბილების ჯანმრთელობისთვის.
  • მოერიდეთ შაქრის შემცველ საკვებსა და სასმელებს, რათა თავიდან აიცილოთ კარიესის განვითარების რისკი.


როდის მივმართოთ სტომატოლოგს?

  • დაგეგმილი ორსულობის წინ: მიმართეთ სტომატოლოგს პირის ღრუს მოწესრიგებისთვის.
  • პირველი ტრიმესტრი: პროფილაქტიკური დათვალიერება და წმენდა მნიშვნელოვანია.
  • მეორე ტრიმესტრი: სტომატოლოგიური მკურნალობა ამ პერიოდში ნაკლებად რისკიანია როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის.

რეკომენდაციები სტომატოლოგისგან:
ორსულობის განმავლობაში აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენაზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან, სწორი კვება და პირის ღრუს ყოველდღიური მოვლა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ როგორც თქვენი, ასევე თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა.