რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება არის პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნების მთავარი წინაპირობა.

კბილების რეგულარული შემოწმება აუცილებელია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე სტომატოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად. საწყის ეტაპზე კბილების პრობლემები უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, და მხოლოდ ექიმთან ვიზიტისას შეიძლება გამოვლინდეს.

რა სარგებელი მოაქვს რეგულარულ შემოწმებას?

  • კარიესის ადრეული დიაგნოსტიკა – სტომატოლოგთან ვიზიტი საშუალებას იძლევა, გამოავლინოთ კბილის დაავადებები ადრეულ სტადიაში, როცა პრობლემა ჯერ კიდევ მცირე ზომისაა და მკურნალობა შედარებით მარტივია.
  • ღრძილების დაავადებების პრევენცია – ღრძილების დაავადებების (პაროდონტიტის) ადრეული გამოვლენა და მკურნალობა მნიშვნელოვანია, რადგან ამ დაავადების გართულებას შეუძლიათ კბილების დაკარგვა გამოიწვიოს.
  • კბილების გათეთრება და წმენდა – წმენდის დროს ხდება როგორც კბილების ასევე ღრძილების დაავადებების პრევენცია. ხოლო თუ თქვენი კბილის ფერი არ გაკმაყოფილებთ, პროფესიონალური გათეთრებით შეგიძლიათ კბილის ფერის რამოდენიმე ტონით გაღიავება. 
  • გადაუდებელი მდგომარეობების პრევენცია – რეგულარული ვიზიტებით შესაძლებელია სერიოზული სტომატოლოგიური გართულებების თავიდან აცილება, რაც დაგეხმარებათ მომავალში უფრო რთული და ძვირადღირებული მკურნალობების თავიდან აცილებაში.               

რამდენად ხშირად უნდა მივიდეთ სტომატოლოგთან?

სტომატოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ. თუმცა თქვენმა სტომატოლოგმა შესაძლოა ინდივიდუალურად შეგირჩოთ რეკომენდაცია თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა მიმართოთ მას და ჩაიტაროთ პროფილაქტიკური ჰიგიენა.

რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობას და მთლიანად პირის ღრუს მდგომარეობას. ეს არ არის მხოლოდ კბილის გატეხვის ან გაუარესების პრევენცია, არამედ განიხილავს თქვენს ჯანმრთელობას მთლიანად.