საოფისე გათეთრება

საოფისე გათეთრება

კბილის ფერი ბევრი მიზეზით შეიძლება შეიცვალოს, როგორც გარეგანი ასევე შინაგანი ფაქტორების გამო.

 არსებობს საოფისე გათეთრება, რაც გულისხმობს ექიმი სტომატოლოგის მიერ უშუალოდ კლინიკაში პროცედურის ჩატარებას და სახლის პირობებში გათეთრება, როდესაც პაციენტი პროცედურას იტარებს სახლში, კაპებში გელის მოთავსებით.

 საოფისე გათეთრების უპირატესობა შედეგის ერთ ვიზიტში მიღებაა, ასევე პროცესი კონტროლდება ექიმის მიერ.

 საოფისე გათეთრების დროს პირველ რიგში ხდება კბილების პროფესიული წმენდა, რადგან ნადები ხელს უშლის გათეთრების პროცესს, მეორე ეტაპი კი ღრძილების იზოლაციაა სპეციალური გელის დახმარებით, რომელიც ღრძილებს იცავს ქიმიური აგენტისგან.

მხოლოდ ამის შემდეგ მათეთრებელი გელი თავსდება კბილის ზედაპირზე. სასურველი შედეგიდან გამომდინარე გელი შეიძლება მოვათავსოთ 15 წუთის განმავლობაში, 3-ჯერ. საოფისე გათეთრების დროს გელის აქტივაცია ხდება სპეციალური ლედ ნათურის გამოყენებით, რომელიც ააქტიურებს ქიმიურ აგენტს.

შედეგის შენარჩუნება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. 

გათეთრების პროცედურის დასრულებისას ექიმი იძლევა რეკომენდაციას 10დღის განმავლობაში, ე.წ. თეთრი დიეტის შესახებ, როდესაც პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს პიგმენტური სასმელისა თუ საკვების მიღებისგან, ასევე არ შეილება თამბაქოს მოხმარება.

 შედეგის შენარჩუნებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დამხმარე საშუალებები, როგორიც არის მათეთრებელი კბილის პასტები, კალმები და სავლები.