სტომატოლოგიური გეგმა ბავშვებისთვის: როგორ უნდა დავიცვათ მათი კბილები?

სტომატოლოგიური გეგმა ბავშვებისთვის: როგორ უნდა დავიცვათ მათი კბილები?

ბავშვთა კბილების დაცვა, მშობლებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რადგან ჯანმრთელი კბილები ბავშვის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის საფუძველია. კბილების ადრეული ასაკიდან სწორად მოვლა ხელს უწყობს არა მხოლოდ კბილების შენარჩუნებას, არამედ ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. ამ ბლოგში განვიხილავთ ბავშვთა კბილების დაცვის რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას და სტომატოლოგიურ გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი შვილის კბილების მოვლაში.

1. დაიწყეთ ადრეული ასაკიდან

კბილების მოვლა საჭიროა ბავშვის პირველი კბილების ამოსვლისთანავე. როდესაც პირველი კბილი ამოიჭრება, დაიწყეთ კბილების გაწმენდა მცირე ზომის ჯაგრისით  და წყლით. კბილის პასტის გამოყენება, ძალიან მცირე რაოდენობით,  2-3 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული, რომელიც ბავშვს გადაყლაპვით ზიანს არ მიაყენებს.

2. სწორი კვება და ნაკლები შაქარი

ბავშვის კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილების ჯანმრთელობაში. შაქრის მაღალი შემცველობა საკვებსა და სასმელებში კარიესის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. შეამცირეთ ტკბილეულის, გაზიანი სასმელებისა და შაქრის შემცველი საკვების მოხმარება. ასევე, შესთავაზეთ თქვენს შვილს ჯანსაღი საკვები, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, და რძის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალციუმს და D ვიტამინს, რაც ეხმარება კბილების და ძვლების განმტკიცებას.

3. პერიოდული სტომატოლოგიური შემოწმებები

არ დაელოდოთ კარიესის დაწყებას რომ ბავშვი სტომატოლოგთან მიიყვანოთ. მცირე ასაკიდან სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებებლია, პროფილაქტიკური ღონისძებები ბავშვს აჩვევს ექიმ-სტომატოლოგს და გარემოს. მარტივი მანიპულაციები ისეთი როგორიცაა სარკით პირის ღრუს დათვალიერება ან მბრუნავი ჯაგრისით კბილების წმენდა, ბავშვს უქრობს სხვა მანიპულაციებისადმი შიშს. ასევე 6 თვეში ერთხელ პროფილაქტიკური ვიზიტი, რათა დროულად მოხდეს მკურნალობა დასაწყის სტადიაზე. 

4. კბილების რეგულარული და სწორი გახეხვა

ასწავლეთ თქვენს შვილს, როგორ გაიხეხოს კბილები სწორად. პირველივე კბილის ამოჭრის დროს მიაჩვიეთ კბილის ხეხვის რუტინას, დღეში ორჯერ, დილას(გაღვიძებისთანავე) და საღამოს(ძლის წინ). თქვენი დახმარებით. როდესაც ჯაგრისის ხელში დაჭერას შეძლებს მიეცით საშუალება ჯერ თვითონ ბავშვებმა გაიხეხოს და შემდეგ თქვენ გაუხეხეთ, გამოიყენეთ ბავშვისთვის განკუთვნილი რბილი ჯაგრისი და მცირე რაოდენობით ფტორის შემცველი კბილის პასტა. გაუწიეთ დახმარება ბავშვებს 7-8 წლამდე, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად და საფუძვლიანად იხეხავენ კბილებს.

5. ფტორის გამოყენება

ფტორი არის მინერალი, რომელიც ეხმარება კბილების გამაგრებას და კარიესის რისკის შემცირებას. გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა, რომელიც შესაბამისია ბავშვის ასაკისთვის. სტომატოლოგი ასევე შეიძლება გირჩიოთ ფტორის დამატებითი წყაროები, როგორიცაა ფტორის ლაქი ან სხვა პროდუქტები.

6. მიიღეთ ჩვევად სტომატოლოგიური რუტინა

ბავშვების უმეტესობა ეჩვევა დილისა და საღამოს კბილების გახეხვას, თუ მათთვის ეს პროცესი სასიამოვნო იქნება. შეეცადეთ კბილების გახეხვა სახალისო აქტივობად აქციოთ. ასევე შეგიძლიათ ანახოთ მულტფილმები სადაც მათი საყვარელი პერსონაჟები უვლიან პირის ღრუს. 

 

ბავშვების კბილების რეგულარული მოვლა, ადრეული ასაკიდან დაწყებული, სწორი ჩვევების ჩამოყალიბება, სწორი კვება და რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან თქვენი ბავშვის კბილების ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია. გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი კბილები ბავშვის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.

დაიცავით ეს რჩევები და თქვენ შეძლებთ თქვენი შვილის ჯანმრთელი ღიმილი მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოთ