იმპლანტაციის პროცესი

იმპლანტაციის პროცესი

დენტალური იმპლანტაცია საუკეთესო საშუალებაა დაკარგული კბილის აღდგენისთვის!

იმპლანტი ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას, რომელიც წარმოადგენს ძლიერ საყრდენს ხელოვნური კონსტრუქციებისთვის (გვირგვინები, ხიდი ან პროტეზი).

იმპლანტაცია რამდენიმე ეტაპისგან  შედგება:

  1. კონსულტაცია  - ამ ეტაპზე ხდება  ყბის ძვლის მდგომარეობის შეფასება 3D   კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით.
  2. მკურნალობის დაგეგმვა - გეგმა ასახავს იმპლანტების რაოდენობას, მის ზომას, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პროცედურების დაგეგმვას : კბილის ამოღება, ძვლის დამატება (აუგმენტაცია), ჰაიმორის წიაღში ძვლოვანი პლასტიკა (სინუს ლიფტინგი) თუ ძვალი არ საჭიროებს დამატებით მკურნალობას, შემდეგი ეტაპი იმპლანტაციაა
  3. იმპლანტი ქირურგიულად ყბის ძვალში ჩაინერგება. პროცედურა კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით და არის უმტკივნეულო. ექიმი-იმპლანტოლოგი პაციენტს უხსნის როგორ უნდა მოუაროს სახლში ჭრილობას და აძლევს შესაბამის დანიშნულებას. 

იმპლანტის განთავსების შემდეგ იწყება პროცესი, რომელსაც ეწოდება ოსტეოინტეგრაცია. ამ ეტაპზე ხდება იმპლანტის შერწყმა ყბის ძვალთან და ქმნის ძლიერ და სტაბილურ საყრდენს ხელოვნური კბილისთვის. 

იმპლანტაციიდან რამდენიმე თვეში (4-6) მასზე მაგრდება ხელოვნური კონსტრუქცია,  გვირგვინი, ხიდი ან მოსახსნელი პროთეზი, რომელიც სრულად აღდგენს ესთეტიკურ და ღეჭვით ფუნქციას. 

იმპლანტების და ხელვნური გვირგვინების არსებობის დროს, საჭროა გაითვალისწინოთ, მოვლის წესები. აუცილებელია, როგორც საკუთარი კბილების ასევე ხელოვნური კონსტრუქციების ჯაგრისით წმენდა 2-ჯერ დღეში და დენტალური ირიგატორის გამოყენება. ასევე აუცილებელია 6 თვეში ერთხელ კბილების პროფესიული წმენდა ექიმ-პაროდონტოლოგთან.