სერვისები
გნათოლოგია
გნათოლოგიური მკურნალობის მიზანია სახის ქვედა მესამედის ასიმეტრიის გასწორება, ქვედა ყბის და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სასახსრე თავების ცენტრირება, თანკბილვის ნორმალიზება.
გნათოლოგიური პაციენტების ძირითადი ჩივილებია:
ტკივილი საფეთქელ-ქვედა ყბის მიდამოში
ღეჭვაში მონაწილე კუნთების დაჭიმულობა
ტკაცუნი სახსარში
პირის გაღების ან დახურვის შეზღუდვა
ყურების შეგუბება და შუილი
სახის ქვედა მესამედის ასიმეტრია (ესთეტიური დისკომფორტი)
კბილების ცვეთა (ბრუქსიზმი)
მკურნალობა ხდება სპეციალური გამჭვირვალე კაპების მეშვეობით, რომელიც თავსდება ქვედა ყბის კბილებზე და გრძელდება 4-დან 6-თვემდე. არასწორად ჩატარებულმა ორთოპედიულმა, ორთოდონტიულმა ან თერაპიულმა მკურნალობამ, შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. გნათოლოგია კი ამ პრობლემებს მოგიგვარებთ.
Renome აღჭურვილია უახლესი 3D კომპიუტერული ტომოგრაფიით, რომელიც წარმოადგენს გნათოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. მისი მეშვეობით ხდება ორივე სახსრის დეტალური განხილვა მმ-ში.