ორთოპედია

ორთოპედია

 

ცირკონის გვირგვინები - მაღალხარისხიანი ხელოვნური გვირგვინი, დამზადებულია ცირკონიუმის დიოქსიდისგან, გამძლე და ძლიერი კერამიკული მასალისგან. ის გამოიყენება მათი სიმტკიცის, ბიოთავსებადობისა და ესთეტიკური მახასიათებლების გამო.

ცირკონის გვირგვინი მაგრდება როგორც კბილზე, ასევე იმპლანტზე.

ცირკონის მოდელირება და გამოჩარხვა ხდება ციფრულად CAD/CAM-ის მეშვეობით


მას აქვს ბუნებრივ კბილთან მაქსიმალურად მიმსგავსებული ფორმა და ფერი. იგი არის ბიოთავსებადი, რაც ნიშნავს, რომ არაალერგიულია და არ იწვევს ღრძილების გაღიზიანებას.

ცირკონის გვირგვინს ახასიათებს გამძლეობა, დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ფერს, ფორმასა და სიმყარეს

 

ვინირება - ერთ-ერთი მეთოდი დაზიანებული კბილის ესთეტიკური რესტავრაციისთვის/

ვინირი არის 0,3-0,5 მმ სისქის თხელი ფირფიტა, რომელიც ფიქსირდება დაზიანებულ კბილზე.

როგორც ცირკონის გვირგვინის, ასევე ვინირის მოდელირება და გამოჩარხვა ხდება ციფრულად.

ვინირის უპირატესობა: 

  • კბილის ფორმისა და ფერის შეცვლა
  • დაზიანებული, ჩამოტეხილი ან გაბზარული კბილის აღდგენა
  • კბილთა შორის სივრცის შევსება
  • იცავს კბილს დაზიანებისგან